- ფემინიზმის რადიკალური მიმართულება
- იდეების მიხედვით ყველაზე უფრო გამორჩეული და გავლენიანი.იკვლევდა ქალთა ჩაგვრის ზოგად, სიღრმისეულ საფუძვლებს. ამ მიმართულების მიმდევართა აზრით, ამგვარი სისტემაა პატრიარქატი – ქალებზე მამაკაცების დომინირების სისტემა. ამ პერიოდის ფემინისტურმა მოძრაობამ ბევრ წარმატებას მიაღწია. მოძრაობის ეფექტიანობაზე მეტყველებს საზოგადოებრივი ცნობიერების გასაოცარი ცვლილებები და დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ სტრუქტურებში მომხდარი რეალური ძვრები: ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებსა (პარლამენტების, მთავრობებისა და ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების ჩათვლით) და წარმოების მართვის სფეროში ქალთა წარმომადგენლობის ზრდა.Source: კიკნაძე თამარ, დონაძე ნათელა. გენდერი-სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი / თამარ კიკნაძე, ნათელა დონაძე; [რედ. ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.